„საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმებების გაფორმება

„საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმებების გაფორმება
თარიღი :
თარიღი :

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენის კოორდინირებითა  და  შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნულ უწყებასთან (ESV)   თანამშრომლობის ფარგლებში,  საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მიმდინარე წლის 20-21 აპრილს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის „საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებისთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსური მართვისა და კონტროლის (FMC) სისტემის დანერგვის პილოტურ პროექტში ჩართული  6 სამინისტროსა და 13 საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლი. 
ზემოაღნიშნული შეთანხმებბეის გაფორმება სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის განპირობებულია  „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 
 „საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმების მიზანია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს შორის მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე უკვე გაფორმებულია 10-მდე შეთანხმება პილოტურ პროექტში ჩართულ სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის.
შეხვედრების ფარგლებში საპილოტედ შერჩეული  სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს შვედმა კოლეგებმა გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება ,,საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმების არსისა და საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის მისი დანერგვით მისაღები სარგებლის შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა შეთანხმებების პრაქტიკის დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მხარდაჭერილ მიდგომას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
ზემოთ ხსენებული შეთანხმებების დანერგვა/გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის და შესაბამისად, პროგრამული ბიუჯეტირების დახვეწის თვალსაზრისით. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან.