ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა (ჰარმონიზაციის ცენტრი) და შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნული უწყების (ESV) თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წლის 9-10 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში განხორციელდა ტრენინგი „რისკის ოფიცრებისთვის“, პილოტურ სამინისტროებში რისკის მართვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ტრენინგი განხორციელდა შვედი ექსპერტების ჩართულობით.
პირველად საქართველოს საჯარო სექტორში, კერძოდ საპილოტე სამინისტროებში, ხდება „რისკის ოფიცრების“ განსაზღვრა, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ, დაწესებულების დონეზე რისკის მართვის პროცესს, შეიმუშავებენ შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებს და ინსტრუქციებს.
რისკის მართვის შვედური პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საკუთარ პრეზენტაციებში ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს „რისკის ოფიცრების“ მიერ, რისკების მართვის მეთოდებსა და პრინციპებზე საქმიანობის განხორციელების დროს.
აღსანიშნავია, რომ ჰარმონიზაციის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრაზე ასევე ჩართული იყვნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წამომადგენლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის შერჩეული საპილოტე სამინისტროებია: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
უკან დაბრუნება