PEMPAL IACOP-ის შეხვედრა

 PEMPAL IACOP-ის შეხვედრა
თარიღი :
თარიღი :

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 27-30 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა,   საერთაშორისო ქსელის PEMPAL IACOP-ის ,,ჰარმონიზაციის ცენტრის გამოწვევების“ სამუშაო ჯგუფის  პანელურ სხდომაზე   მოხსენება წარადგინა ,,საქართველოში საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირება და გლობალური გამოწვევები“.
 
აღნიშნულ შეხვედრაში,  მონაწილეობა მიიღო 23-ზე მეტი ქვეყნის  ჰარმონიზაციის ცენტრის ლიდერმა. შეხვედრებზე განიხილეს  შიდა აუდიტორთა  სერტიფიცირებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელები ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთისა და ესპანეთის მაგალითზე. საუბარი ასევე, შეეხო გამოწვევებს საჯარო სექტორში,   შიდა აუდიტის ახალი გლობალური სტანდარტების გავლენას  - ტრენინგებზე,  სერტიფიცირებაზე და   უწყვეტი პროფესიული განვითარების გაციფრულების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში ირმა გელანტია-ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო PEMPAL IACOP-ის აღმასრულებელი კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
 
PEMPAL-ი  23 ქვეყნის პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც მიმართულია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებში საჯარო ფინანსების მართვისა  და სახელმწიფო შიდა კონტროლის რეფორმების მდგრად დანერგვასა და განხორციელებას.