ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგები

ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგები
თარიღი :
თარიღი :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტის - ჰარმონიზაციის ცენტრის და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე, ეკონომიკური მართვის და ფისკალური ანგარიშგების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშრის მიერ, ხოლო ადმინისტრირება ხორციელდება Ernst & Young-ის საქართველოსა და თურქეთის ოფისების ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანობის აუდიტების განხორციელების ხელშეწყობის მიმათულებით.

პროქტის ფარგლებში, ჰარმონიზაციის ცენტრის და Ernst & Young -ის ექსპერტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების და შესაბამისი ინტერვიუების განხორციელების შედეგად მიღებული შეფასების საფუძველზე, შეირჩა 4 პილოტური ერთეული, კერძოდ:

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;

სსიპ მომსახურების სააგენტო;

სსიპ საჯარო რეესტრი;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის ერთეული.

შერჩეული საპილოტე უწყებების შიდა აუდიტის ერთეულის თანამშრომლები, Ernst & Young თურქეთის ოფისების ექსპერტების აქტიური მხარდაჭერით, განხორციელებენ ეფექტიანობის აუტიროულ შემოწმებებს.

აღნიშნული პროქტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14-15 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში ჩატარდა ეფექტიანობის აუდიტის 2 დღიანი სპეციალიზირებული ტრეინინგი,რომელსაც ესწრებოდა როგორც საპილოტედ შერჩეული ერთეულები, ასევე კოლეგები სხვადასხვა უწყებებიდან. ტრეინინგის მსვლელობისას მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების მიმართულებით, ასევე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა დოკუმენტებზე მუშაობის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ სპეციალიზირებულ ტრეინინგს წინ უსწრებდა ფართომაშტაბიანი ონლაინ ტრეინინგიც, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საჯარო სექტორის თითოეული შიდა აუდიტორისათვის.

ორდღიანი ტრეინინგის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ინდივიდიალური სამუშო შეხვედრები 4 პილოტურ უწყებასთან, ეფექტიანობის აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების ეტაპების ხელშეწყობის მიზნით რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს აღნიშნულ პილოტებში ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების პრაქტიკის დანერგვას.