ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციას მასპინძლობს. ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორის შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის სისტემის პრაქტიკის გაზიარება.
დელეგაციის წევრებს ფინანსთა სამინისტროში შეხვდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის პერსპექტივები, შიდა აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირებისა და რისკების მართვის სისტემა.
ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველომ გაიარა ადმინისტრაციული მიდგომიდან ეფექტიან მმართველობამდე.
გაიმართა შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტებთან. დელეგაცია ეწვია თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც ადგილზე გაეცნო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შიდა აუდიტის განვითარების ეტაპებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს.
აღნიშნული სამუშაო ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს წამყვან როლს რეგიონში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების კუთხით და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებას.
უკან დაბრუნება