საქართველოში დაფუძნდა IIA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა

საქართველოში დაფუძნდა IIA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა
საქართველოში დაფუძნდა IIA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა
თარიღი :
თარიღი :
საქართველოში დაფუძნდა საქართველოს შიდა აუდიტორთა ეროვნული ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტს (IIA) საქართველოში.
შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი (The IIA) არის შიდა აუდიტის სფეროს ლიდერი და მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია. 1941 წელს დაარსებული ინსტიტუტი დღეს 200000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ადგენს გლობალურ სტანდარტებს (GIAS), რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეყრდნობიან.
IIA Georgia-ს საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი ეტაპია რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტორების - პირდაპირ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ ახალ გლობალურ სტანდარტებთან (GIAS), უზრუნველყოფს: საერთაშორისო სერტიფიცირების მხარდაჭერას CIA (Certified Internal Auditor), წვდომას უახლეს საერთაშორისო კვლევებზე, ტრენინგებსა და გლობალურ გამოცდილებაზე.
IIA Georgia-ს დაფუძნება ნიშნავს მეტ წვდომას გლობალურ ცოდნაზე, პროფესიულ სერტიფიცირებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღნიშნული ინიციატივა გააძლიერებს მმართველობისა და შიდა კონტროლის კულტურას ქვეყანაში.