PIFC სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგია

PIFC სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგია
PIFC სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგია
თარიღი :
თარიღი :

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის № 750 განკარგულებით დამტკიცდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგია და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესთან. დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საუკეთესო გამოცდილებას.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში განხორციელებული სიტუაციური ანალიზის საფუძველზე, ძირითადი პრობლემების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ორი სტრატეგიული მიზანი:

1) რისკების მართვაზე დაფუძნებული ეფექტიანი ფინანსური მართვისა და  კონტროლის სისტემის შექმნა.

2) შიდა აუდიტის სისტემის ეფექტურობის და ეფექტიანობის გაუმჯობესება.

თითოეული მიზანი მოიცავს შესაბამის ამოცანებს, რომელთა მისაღწევადაც შესაბამისი აქტივობებია გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაში. მიმდინარე ეტაპისთვის შემუშავდა 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა, ხოლო სტრატეგიის ბოლო ორი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება 2026 წელს იგეგმება.

სტრატეგიის დოკუმენტს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.