შიდა აუდიტის ახალი გლობალური სტანდარტი

შიდა აუდიტის ახალი გლობალური სტანდარტი
შიდა აუდიტის ახალი გლობალური სტანდარტი
თარიღი :
თარიღი :
შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის, შიდა აუდიტის სტანდარტის საერთაშორისო საბჭომ, 2023 წლის დეკემბერში დაამკიცა შიდა აუდიტის ახალი გლობალური სტანდარტი.
 
ამჟამად დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, თუმცაღა დაგეგმილია უახლოეს თვეებში მისი თარგმნა სხვა ენებზეც.
 
აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტი - IPPF, როგორც ტერმინი, 2023 წელს შეიცვალა შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტის სახელწოდებით.
 
განახლებული სტანდარტი ძალაში შევა 2025 წლის იანვარში - მისი გამოქვეყნებიდან 12 თვეში.
 
სტანდარტის დამტკიცებას წინ უძღოდა 6 თვიანი ინტენსიური მუშობა, საჯარო განხილვების და დაინტერესებული მხარეების კომენტარების განხილვის სახით, რომლის ფარგლებშიც მთლიანობაში დამუშავდა 1,600-ი ჩატარებული გამოკითხვიდან მიღებული 19,000-ი კომენტარი.
 
განხორციელებული ცვლილებები უმნიშვნელოვანესია შიდა აუდიტორთათვის, რათა მათ შეძლონ და გაუმკლავდნენ პროფესიაში არსებულ გამოწვევებს და უპასუხონ მათ წინაშე მდგარ ახალ საჭიროებებს.
 
აღნიშნული, არის შიდა აუდიტის ინსტიტუტის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი მისი არსებობის ისტორიაში, რომლიც 2024 წელს გაგრძელდება თემატური მოთხოვნების შემუშავებით, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს აუდიტორული შემოწმების პროცესში.
 
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ შიდა აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდს და თვალი ადევნოთ მიმდინარე სიახლეებს.