უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა

უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა
თარიღი :
თარიღი :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თავმჯდომარეობით.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მიზნების განხილვა და შეთანხმება.

აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას.

რეფორმის წარმატებით განხორციელება საჭიროებს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკასა და საჯარო უწყებების მაღალი ხელმძღვანელობის მხარდაჭერას, რასაც უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საბჭო. იგი ხელს შეუწყობს რეფორმის კოორდინირებულ და თანაბარ დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარება წარმოადგენს ქვეყნის საჯარო სექტორში მიმდინარე საჯარო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს, რამდენადაც სწორედ გამართული შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებას.

უწყებათაშორისი საბჭოს წევრები არიან 12 ცენტრალური სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის / ფინანსთა მინისტრები, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ანტიკორუფციული ბიუროსა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელების მოადგილეები. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი